დევისის თასი: ქართველებმა და ლიტველებმა შემადგნელობები დაასახელეს
Aa
Aa

დევისის თასი: ქართველებმა და ლიტველებმა შემადგნელობები დაასახელეს

საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა ნაკრები, 7-9 აპრილს, "დევისის თასის" ეგიდით, ლიტვის ნაკრებს თბილისში უმასპინძლებს.

ქართველთა ღირსებას მსოფლიოს 59-ე ჩოგანი - ნიკოლოზ ბასილაშვილი, გიორგი ცივაძე (846), ზურაბ ტყემალაძე (რეიტინგს მიღმა) და ვაჟა შუბლაძე (რეიტინგს მიღმა) დაიცავენ. კაპიტანი დავით კვერნაძეა, ხოლო გუნდის უფროსი ირაკლი ლაბაძე გახლავთ. 

ჩვენი გუნდის მეტოქის შემადგენლობაში შემდეგი ჩოგბურთელები არიან: ლაურინას გრიგელისი (251), ლუკას მუგევიჩიუსი (400), ტადას ბაბელისი (1330) და ტომას ვაისე (რეიტინგს მიღმა). რაც შეეხება კაპიტანს, იგი რიმვიდას მუგევიჩიუსია. 

ამ წყვილში გამარჯვებული, პირველ ზონაში გადასასვლელად, შვედეთსა და თურქეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. 

7-9 აპრილს შეხვედრები თბილისის "ოლიმპიურ სასახლეში" ჩატარდება, რომელიც "უნივერსიტეტის ქუჩაზე" მდებარეობს - დასწრება უფასოა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები