პიაცასთვის სეზონი დასრულებულია
Aa
Aa

პიაცასთვის სეზონი დასრულებულია

ხორვატიის ნაკრებისა და ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდმა, მარკო პიაცამ წუხელ ესტონეთთან გამართული ამხანაგური მატჩისას ტრავმა მიიღო. 

როგორც დღევანდელმა სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, პიაცა სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის "ტვიტერის" ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა. 

21 წლის თავდამსხმელი "იუვენტუსში" გასულ ზაფხულს გადავიდა, თუმცა ხშირი ტრავმაინობის გამო, მიმდინარე სეზონში მხოლოდ 20-მდე ოფიციალურ მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები