დე ბურმა ჰოლანდიის ნაკრების გაწვრთნა იუარა
Aa
Aa

დე ბურმა ჰოლანდიის ნაკრების გაწვრთნა იუარა

ამსტერდამის "აიაქსისა" და იტალიური "ინტერის" ყოფილმა მწვრთნელმა, ფრანკ დე ბურმა, რომელიც ამჟამად ფეხბურთისგან ისვენებს, ჰოლანდიის ნაკრების გაწვრთნაზე უარი თქვა. 

როგორც დე ბურის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, გუიდო ალბერსმა განაცხადა, ფრანკს ამ ეტაპზე სანაკრებო ფეხბურთში მოღვაწეობა არ სურს და მომავალი სეზონიდან საკლუბო ფეხბურთში ჩაბმას აპირებს. 

ისე კი გეტყვით, რომ დე ბური 2008-2010 წლებში ჰოლანდიის ნაკრებში უკვე მუშაობდა. ის ბერტ ვან მაარვიკის ასისტენტი გახლდათ. 

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას "ნარინჯირფერთა" თავკაცის პოსტიდან დენი ბლინდი გაათავისუფლეს და ამ ეტაპზე ნაკრების დროებითი მწვრთნელი ფრედ გრიმია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები