ფილიპო გალი:
Aa
Aa

ფილიპო გალი: "ობამეიანგი ჩვენი გუნდის მაშინდელ სქემაში არ ჯდებოდა"

იტალიური "მილანის" ახალგაზრდული აკადემიის ერთ-ერთმა მწვრთნელმა, ფილიპო გალიმ ჟურნალისტებთან პიერ-ემერიკ ობამეიანგის შესახებ ისაუბრა. 

"როცა ობამეიანგი "მილანში" მოვიდა, ის ძალიან ახალგაზრდა იყო და ჩვენ მასში დიდი პოტენციალს ვხედავდით. რა თქმა უნდა, ვაფასებდით მის შესაძლებლობებს, თუმცა მაშინ "მილანი" 4-2-3-1 სქემით თამაშობდა, რომელშიც ობამეიანგის ადგილი უბრალოდ ვერ მოიძებნა - გუნდში ისეთი შემტევები იყვნენ, როგორებიც კაკა, ინძაგი, პატო და ჯილარდინო არიან. 

მახსოვს მალაიზიაში გამართულ ახალგაზრდულ გუნდთა "ჩემპიონთა ლიგაზე", სადაც მსოფლიოს წამყვანი კლუბები გამოდიოდნენ, ობამეიანგმა 7 გოლი გაიტანა და იმთავითვე ჩანდა, რომ იგი ბრწყინვალე სტრაიკერი გახდებოდა". - აცხადებს გალი, რომელიც ფეხბურთელობისას "მილანში" 1982-1996 წლებში თამაშობდა, კლუბის მაისურით 217 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული და საკმაოდ მრავალფეროვანი და მასშტაბური ტიტულატურაც აქვს.

რაც შეეხება ობამეიანგს, იგი "როსონერიში" 2007 წელს მივიდა. რამდენიმე სეზონის მანძილზე განათხოვრების წესით სხვადასხვა გუნდებში გამოდიოდა, ხოლო 2011 წელს იტალიელებმა იგი 1 მილიონი ევროს სანაცვლოდ ფრანგულ "სენტ ეტიენს" დაუთმეს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები