საქართველოს ნაკრებმა ლატვია გაანადგურა
Aa
Aa

საქართველოს ნაკრებმა ლატვია გაანადგურა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ლატვიის უმთავრეს გუნდს დაუპირისპირდა და 5:0 გაანადგურა.

მატჩი "ჯვაროსანთა" სრული უპირატესობით წარიმართა, რაც ანანიძის, ქვილითაიასა (ორივემ დუბლი შეასრულა) და არაბიძის გოლებში გამოიხატა. 

მე-11 წუთზე ანგარიში მას შემდეგ გაიხსნა, რაც ბალტიისპირელთა კარში პენალტი დაინიშნა და 11 მეტრიდან ანანიძემ ზუსტად დაარტყა. 

32-ე წუთზე სხვაობა ორამდე გაიზარდა. იმავე ანანიძის კუთხურის შემდეგ, ავსტრიული "რაპიდის" ფორვარდმა, გიორგი ქვილითაიამ ულამაზესი დარტყმით მეტოქის მეკარე ვანინსს შანსი არ დაუტოვა. 

მეორე ნახევარში ჯანომ და "ქვილითამ" ამავე თანმიმდევრობით შეაგდეს, ხოლო 90-ე წუთზე, 19 წლის გიორგი არაბიძემ ნაკრებში თავისი სადებიუტო გოლი საჯარიმო დარტყმის შედეგად გაიტანა.

ჩვენი ნაკრები მომავალ შეხვედრას, 11 ივნისს, მოლდვაში, ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები