ანჩელოტი ალექსის სანჩესის შეძენას ითხოვს!
Aa
Aa

ანჩელოტი ალექსის სანჩესის შეძენას ითხოვს!

მიუნხენის "ბაიერნი" ლონდონის "არსენალის" შემტევის, ალექსის სანჩესის შეძენით სერიოზულად არის დაინტერესებული და როგორც ესპანური ინტერნეტ-გამოცემა "Sport" იუწყება, ჩილელი ფორვარდი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში "რეკორდმაისტერის" ნომერ პირველი სამიზნე იქნება.

როგორც ირკვევა, სანჩესის შეძენა პირადად კარლო ანჩელოტიმ სურვილია. იტალიელი სპეციალისტი თვლის, რომ ჩილელი ფეხბურთელი ფრანკ რიბერის ღირსეულად ჩაანაცვლებს და მის გუნდს საკმაოდ დიდ სარებელს მოუტანს.

მიუნხენელთა შანსებს ის ფაქტიც ზრდის, რომ სანჩესს "არსენალთან" კონტრაქტი 2018 წლამდე აკავიშირებს და ფეხბურთელი მის გახანგრძლივებას არ ჩქარობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები