Aa
Aa

"რეალის" 2 ვარიანტი - დე ხეა და კურტუა

გამოცემა goal.com-ის თქმით, მადრიდის "რეალი" ზაფხულში მეკარის დამატებას ეცდება და საამისოდ 2 მთავარი კანდიდატი ჰყავს შერჩეული - დავიდ დე ხეა და ტიბო კურტუა. 

მადრიდელები "მანჩესტერის" ესპანელი მეკარის გადაბირებას დიდი ხანია ცდილობენ და 2015 წლის აგვისტოში ამასთან ძალიან ახლოს იყვნენ, თუმცა მაშინ გარიგება უმცირესმა დეტალებმა ჩაშალეს. კონკრეტულად, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე საათებით ადრე კლუბები შეთანხმდნენ, მაგრამ დროის ამოწურვამდე ფორმალობების მოგვარება ვერ მოხერხდა. 

როგორც ირკვევა, "ბლანკოსის" ფავორიტი მაინც კურტუაა, რომლის შესაძენადაც ზაფხულში ყველაფერი გაკეთდება. თუ ეს არ გამოვა, მაშინ დე ხეას ტრანსფერზე დაიწყება მუშაობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები