ჰოლანდიის ნაკრები შესაძლოა რონალდ კუმანმა ჩაიბაროს!
Aa
Aa

ჰოლანდიის ნაკრები შესაძლოა რონალდ კუმანმა ჩაიბაროს!

დენი ბლინდის განთავისუფლების შემდეგ, ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაცია ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია.

"Voetbal International"-თან მიცემულ ინტერვიუში, ფედერაციის დირექტორმა, ჟან-პოლ დეკოსომ სავარაუდო კანდიდატთა სიაზე ისაუბრა და ყველაზე რეალური ვარიანტიც დაასახელა.

"ჩვენ გვჭირდება მწვრთნელი, რომელიც ნაკრებს არამარტო კარგად ათამაშებს, არამედ ჰოლანდიური ფეხბურთის განვითარებაში უდიდეს წვლილს შეიტანს. ასეთ ადამიანად რონალდ კუმანს მივიჩნევ, თუმცა ის, როგორც სხვა დანარჩენი კანდიდატები, სხვა გუნდს უდგას სათავეში. მიუხედავად ამისა, ჩვენ მის დასათანხმებლად ყველაფერს გავაკეთებთ" - განაცხადა დეკოსომ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები