დენი ბლინდი ჰოლანდიის ნაკრებიდან გაუშვეს
Aa
Aa

დენი ბლინდი ჰოლანდიის ნაკრებიდან გაუშვეს

ჰოლანდიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი, დენი ბლინდი ბულგარეთთან წაგებული მატჩის შემდეგ თანამდებობიდან გაათავისუფლეს. 

მისი ხელმღვანელობით ჰოლანდია შესარჩევ ციკლში ცუდად გამოდიოდა და პირველი 5 ტურის შემდეგ მხოლოდ 7 ქულის მოპოვება შეძლო. არადა, როგორც ვიცით 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფის პირველადგილოსანი გავა, ხოლო მეორეადგილოსანს ფლეი-ოფში ასპარეზობის საშუალება ექნება. ამ წუთისათვის შესარჩევი ეტაპის A ჯგუფის ლიდერი, 13 ქულით საფრანგეთის ნაკრებია, მეორეზე 10 ქულიანი შვედეთია, მესამე ადგილს კი - 9 ქულით ბულგარეთის ნაკრები იკავებს. 

შესაბამისად, მომავალ წელს "ნარინჯისფრების" რუსეთის სტადიონებზე თამაში ამ ეტაპზე სათუო საკითხია. 

ბლინდის მოვალეობას დროებით, ჰოლანდიის 21 წლამდელთა ნაკრების ყოფილი თავკაცი, ფრედ გრიმი შეასრულებს. 

შეგახსენებთ, რომ "ნარინჯისფრები" ხვალ ამხანაგურ მატჩს იტალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები