Aa
Aa

"მანჩესტერი" ნეიმარს სასწაულ კონტრაქტს სთავაზობს!

როგორც ესპანური ინტერნეტ-გამოცემა "Sport" იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს, საკუთარი გუნდის რიგებში კატალონიის "ბარსელონას" ფორვარდის, ნეიმარის ხილვა სურს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მანკუნიანელთა" ხელმძღვანელები, ბრაზილიელ ფეხბურთელს უკვე დაეკონტაქტნენ. კერძოდ, "მანჩესტერმა" ნეიმარს პირობა მისცა, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს, იგი კლუბისთვის ნომერ პირველი სამიზნე იქნება და მის სანაცვლოდ, "ბარსელონას" 200 მილიონ ევროს შესთავაზებენ! შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში კი, თავად ფეხბურთელს, ანაზღაურების სახით წელიწადში 25 მილიონ ევროს გადაუხდიან (იმაზე ორჯერ მეტი, რასაც ნეიმარი ამჟამად "ბარსელონაში" გამოიმუშავებს), ხოლო რაც ყველაზე მთავარია, ინგლისელები ნეიმარს გადასახადებისგან ანთავისუფლებენ.

როგორც ჩანს, ნეიმარის შესაძენად "მანჩესტერი" სერიოზულად ემზადება და ნამდვილად არ არის, გამორიცხული, რომ ასეთი შეთავაზების შემთხვევაში, "ბარსელონა" ბრაზილიელ თავდამსხმელს შეელიოს და წასვლა, თავად ფეხბურთელმაც მოინდომოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები