კაშია:
Aa
Aa

კაშია: "მარცხი მხოლოდ ჩვენი ბრალია"

საქართველოს ნაკრების მცველმა, გურამ კაშიამ, სერბეთთან მატჩი შეაფასა.

"დამწუხრებული კი არა, საშინლად გაბრაზებულები ვართ. ჩვენ შეგვეძლო, თამაშის ბედი პირველსავე ტაიმში გადაგვეწყვიტა, თუმცა ეს ვერ შევძელით. ყველაფერი ჩვენი ბრალია, საკუთარი თავი უნდა დავადანაშაულოთ, დამნაშავე არც მწვრთნელია და არც გულშემატკივარი".

"ასეთ დონეზე ელემენტარულ შეცდომებს არავინ გაპატიებს. ჩვენი შანსები ვერ გამოვიყენეთ, ხოლო მეტოქის გოლებისას მეტი ყურადღება გვმართებდა". - განაცხადა კაშიამ.

შეგახსენებთ, რომ შესარჩევი ციკლის 5 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს 2 ქულა აქვს და ჯგუფში ბოლოსწინა, მე-5 ადგილზეა.

ჩვენი გუნდი მომავალ შეხვედრას, 11 ივნისს, მოლდვაში, ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები