ვაისი:
Aa
Aa

ვაისი: "თუ ეს აუცილებელია, გადავდგები"...

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა, სერბეთთან (1:3) დასრულებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"სამწუხაროდ, ისევ იგივე მეორდება - ინდივიდუალურ და პოზიციურ შეცდომებს ვუშვებთ. მეორე გოლი უნდა გაგვეტანა, მაგრამ მომენტი ვერ გამოვიყენეთ და მერე აქეთ გავუშვით".

"პირველი ტაიმი კარგი იყო. მერე კაკაბაძემ პოზიციური შეცდომა დაუშვა, რასაც პენალტი მოყვა. მან ვერ გაიმეორა ის თამაში, რაც აქამდე ჰქონდა ირლანდიასთან და უელსთან. დღეს ის ბევრად უარესი იყო".

"ვხედავ თუ არა თავს მომავალში საქართველოს ნაკრების მწვრთნელად? არ ვიცი, ეს ფედერაციის გადასაწყვეტია. საბოლოო ჯამში, ეს ქომაგების, ჟურნალისტების და ფედერაციის განსახილველი იქნება. თუ ისინი შედეგით უკმაყოფილოები იქნებიან, ეს მათი გადასაწყვეტია".

"არ ვარ ის მწვრთნელი, რომელიც თანამდებობას კბილებით დაიცავს. თუ ხალხი უკმაყოფილო იქნება, რა თქმა უნდა, გადავდგები. მწვრთნელი შედეგზე პასუხისმგებელია და ამას არ გავურბივარ".

"დღეს არსებული რესურსიდან გამომდინარე საუკეთესო შემადგენლობა დავაყენე. თუ ხვალ მეტყვიან, რომ მე ვარ დამნაშავე, წავალ"! - აცხადებს ვაისი.

შეგახსენებთ, რომ შესარჩევი ციკლის 5 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს 2 ქულა აქვს და ჯგუფში ბოლოსწინა, მე-5 ადგილზეა.

ჩვენი გუნდი მომავალ შეხვედრას, 11 ივნისს, მოლდვაში, ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები