საქართველოს ნაკრები სერბეთთან დამარცხდა
Aa
Aa

საქართველოს ნაკრები სერბეთთან დამარცხდა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-5 ტურის შეხვედრა სერბეთის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 1:3 წააგო, რითაც მუნდიალზე გასვლის თეორიული შანსიც დაკარგა.

მატჩის მე-5 წუთზე ნიკა კაჭარავამ ალექსანდარ კოლაროვის შეცდომით ისარგებლა და ქართველები დააწინაურა, თუმცა ტაიმის ბოლო წუთზე სერბებმა პენალტიდან წონასწორობა აღადგინეს, რასაც მეორე ნახევარში მიტროვიჩისა და გაჩინოვიჩის გოლები მოყვა. 

შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი, ინგლისური "საუთჰემპტონის" შემტევი, დუშან ტადიჩი გახლდათ, რომელმაც ჯერ პენალტი შეაგდო, ხოლო შემდეგ 2 საგოლე პასი ჩაიწერა. 

სერბეთის ნაკრებმა ამ გამარჯვებით 11 ქულა დააგროვა და შესარჩევი ეტაპის D ჯგუფს სათავეში ჩაუდგა. საქართველო კი - 2 ქულით ბოლოსწინა, მე-5 ადგილს იკავებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები