Aa
Aa

"ბაიერნი"-"რეალის" მატჩზე დასწრების სურვილი 200 ათასზე მეტ გერმანელ გულშემატკივარს აქვს!

"ჩემპიონთა ლიგის" 1/4 ფინალური ეტაპის ერთ-ერთი გამორჩეული წყვილი, "ბაიერნი"-"რეალია". პირველი მატჩი 12 აპრილს მიუნხენში ჩატარდება და მასზე დასწრების მსურველთა რიცხვი უდიდესია. 

ესპანური AS-ის თქმით, გარდა იმ 40 ათასი ადამიანისა, ვისაც სეზონური აბონიმენტი აქვს ნაყიდი, შეხვედრაზე დასწრების სურვილი კიდევ 200 ათას გერმანელ გულშემატკივარს აქვს, არადა ჯამში მათთვის 30 ათასი ბილეთია გამოყოფილი. 

მოგეხსენებათ, "ალიანს არენა" 75 ათას გულშემატკივარს იტევს, შესაბამისად, რაც შეეხება დარჩენილ 5 ათას ადგილს, იგი "რეალის" ფანებისათვის და სხვადასხვა საპატიო სტუმრებისთვისაა განკუთვნილი. 

მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 35-დან 150 ევრომდე მერყეობს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები