აგენტი:
Aa
Aa

აგენტი: "ბარსელონა" ისკოს უკვე დაეკონტაქტა"!

ბოლო პერიოდში ესპანურ პრესაში სულ უფრო ხშირად იწერება ისკოს "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლის შესახებ. ფეხბურთელის გადაბირებით კატალონიელები რეალურად არიან დაინტერესებულნი და ამაზე FIFA-ს აგენტმა ხოტა ხორდიმ გააკეთა კომენტარი. 

"შემიძლია გითხრათ, რომ "ბარსელონას" წარმომადგენლები ისკოს უკვე ესაუბრნენ. მეტიც, ფეხბურთელს პირადად კლუბის დირექტორი დაუკავშირდა. ისკოს ყოველთვის სურდა "ბარსაში" თამაში და ახლა ტრანსფერის შანსი ნამდვილად არის. თუმცა, ვერ გაგაკვირვებთ თუ გეტყვით, რომ ეს გარიგება რთული განსახორციელებელი იქნება". - უთხრა ესპანელ ჟურნალისტებს ხორდიმ. 

შეგახსენებთ, რომ ისკოს თავის რიგებში ხილვა ტურინის "იუვენტუსსაც" სურს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები