მესის პენალტით დამარცხებული ჩილე - არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატს მიუახლოვდა
Aa
Aa

მესის პენალტით დამარცხებული ჩილე - არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატს მიუახლოვდა

დღეს გამთენიისას სამხრეთ ამერიკის ზონაში (COMENBOL) მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები გაიმართა. 

ტურში ორი სუპერმატჩი იყო - ბუენოს აირესში არგენტინა ჩილეს ხვდებოდა, ხოლო პირველ-მეორე ადგილზე მყოფი ურუგვაი და ბრაზილია, მონტევიდეოში უპირისპირდებოდნენ. 

პირველი შეხვედრა როგორც მოსალოდნელი იყო ძალიან დაძაბული გამოდგა. ზედიზედ 2 "კოპა ამერიკის" ფინალის წაგების შემდეგ, "ალბისელესტემ" ჩილეს, როგორც იქნა მოუგო. თამაშის ბედი მე-16 წუთზე პენალტის ნიშნულიდან გადაწყდა, საიდანაც ზუსტად ლიონელ მესიმ დაარტყა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა. 

მონტევიდეოში გამართული მატჩი კი, ბრაზილიელთა სრული დომინაციით წარიმართა. მართალია, ედინსონ კავანის ადრეული გოლით მასპინძლები დაწინაურდნენ, თუმცა მეტოქემ საპასუხოდ 4 გოლი გაიტანა და ჯგუფში პირველი ადგილიც პრაქტიკულად გაინაღდა. ბრაზილიელთაგან ბენეფისი მოიწყო ჩინური "გვანჯოუს" ნახევარმცველმა პაულინიომ, რომელმაც 3 გოლის გატანა შეძლო, ხოლო თავისი სიტყვა ნეიმარმაც თქვა - "ბარსას" ვარსკვლავმა გოლს, საგოლე პასიც დაუმატა. 

სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია კოლუმბიის გამარჯვება აუტსაიდერ ბოლივიასთან. კოლუმბიელთაგან ერთადერთი გოლი შეხვედრის 83-ე წუთზე ხამეს როდრიგესმა შეაგდო, ვინაც თავისივე გაფუჭებულ პენალტს დაამატა. 

პარაგვაის მხრიდან ეკვადორის დამარცხებამ სატურნირო ცხრილში სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა და საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე 5 ტურით ადრე ასეთი სურათია:

1. ბრაზილია 30 ქ. 

2. ურუგვაი 23 ქ. 

3. არგენტინა 22 ქ. 

4. კოლუმბია 21 ქ. 

5. ეკვადორი 20 ქ. 

6. ჩილე 20 ქ. 

7. პარაგვაი 18 ქ. 

8. პერუ 15 ქ. 

9. ბოლივია 7 ქ. 

10. ვენესუელა 6 ქ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები