სლავოლიუბ მუსლინი:
Aa
Aa

სლავოლიუბ მუსლინი: "საქართველო სახიფათო მეტოქეა"

სერბეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სლავოლიუბ მუსლინმა გუშინ პრესკონფერენცია გამართა, რომელიც საქართველოსთან მოახლოებულ მატჩს შეეხებოდა.

"ვიცით, რომ საქართველოს ნაკრებმა ჩვენამდე კარგი მატჩები ჩაატარა და შემიძლია ისიც ვთქვა, რომ თამაშის ხარისხის გათვალისწინებით, ახლა მეტი ქულაც უნდა ჰქონდეს. ეს ძლიერი, სახიფათო გუნდია, რომელთანაც მძიმე მატჩი გველის, მაგრამ ჩვენი მიზანი ყველა მატჩში მოგებაა და აქაც მოსაგებად ჩამოვედით.

საქართველოში ბევრი ინდივიდუალისტია. კარგად ვიცნობ ჯანო ანანიძეს. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია და ზოგადად, ვლადიმირ ვაისს კარგი და დისციპლინირებული გუნდი ჰყავს. თუ არ ჩავთვლით მოლდოვასთან ჩატარებულ მეორე ტაიმს, ყველა მატჩი საქართველომ კარგ დონეზე ჩაატარა.

შესაძლოა, მენტალიტეტით ჩვენ და ქართველები ოდნავ ვგავდეთ ერთმანეთს. ადრე სტაბილურობის მხრივ გვქონდა პრობლემები, მაგრამ ამ შესარჩევ ეტაპში ზუსტად იმ ფეხბურთს ვთამაშობთ, რასაც უნდა ვთამაშობდეთ". - განაცხადა მუსლინმა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები