საბა კვერკველია:
Aa
Aa

საბა კვერკველია: "ვეცდებით შედეგი გამოვასწოროთ და მოვიგოთ"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა, დღეს, 23 მარტს, სერბეთთან თამაშამდე 1 დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა.

პრესკონფერენციას ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი საბა კვერკველიაც დაესწრო.

"უელსთან და მოლდოვასთან დასანანი ქულები დავკარგეთ, მაგრამ ეს ფეხბურთია და ვეცდებით, ეს ყველაფერი ხვალ გამოვასწოროთ. პირველი გამარჯვების მისაღწევად ბოლომდე ვიბრძოლებთ.

ახლა ისე ჩამოვედი ნაკრებში, რომ სათამაშო პრაქტიკა მაქვს და როცა პრაქტიკა გაქვს, შენს სათამაშო ფორმაში დარწმუნებული ხარ. ვფიქრობ, ის პრაქტიკა, რომელიც "ლოკომოტივში" ბოლო ოთხ მატჩში მივიღე, ხვალ ძალიან გამომადგება. ახლა იმაზე უკეთეს ფორმაში ვარ, ვიდრე წინა თამაშებში". - დასძინა კვერკველიამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები