ჯასტინ კლუივერტი:
Aa
Aa

ჯასტინ კლუივერტი: "რონალდუ ჩემი კუმირია, თუმცა "ბარსაში" თამაში მინდა"

ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელის, პატრიკ კლუივერტის ვაჟმა, ჯასტინ კლუივერტმა ჟურნალისტებთან საინტერესო თემებზე ისაუბრა. 

"რონალდუ ჩემი კუმირია. არა მარტო როგორც მოთამაშე, არამედ მისი შრომისუნარიანობა და კონცენტრაცა ჩემთვის სამაგალითოა". 

"თუმცა ჩემი ოცნების კლუბი "ბარსელონაა" და მინდა მის რიგებში ვითამაშო. ასევე მაქვს სურვილი პრემიერ ლიგაში თამაშისაც". - აცხადებს ჯასტინი. 

პატარა კლუივერტი, რომელზეც უდიდეს იმედებს ამყარებენ, 18 წლის 5 მაისს გახდება. 

იგი "აიაქსის" სკოლის აღზრდილია და ძირითად გუნდში წელს დააწინაურეს. მას ამსტერდამული გრანდის რიგებში 9 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო სადებიუტო გოლი გასულ უქმეებზე "ექსელსიორის" კარში შეაგდო. 

 

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები