რიკ კარლაილი: ზაზა ფაჩულია დიდებული იყო ჩვენთან, მას კალათბურთი შესანიშნავად ესმის
Aa
Aa

რიკ კარლაილი: ზაზა ფაჩულია დიდებული იყო ჩვენთან, მას კალათბურთი შესანიშნავად ესმის

"ზაზა დაბრუნდა", - ასეთ ქვესათაურს ვხვდებით sportsday-ში გამოქვეყნებულ "დალასი"-"გოლდენ სტეიტის" მიმოხილვაში. 

იქვეა "მავერიქსის" მთავარი მწვრთნელის, რიკ კარლაილის კომენტარი:

"ფაჩულია შესანიშნავი მოთამაშეა. დიდებული იყო ჩვენთან. კალათბურთი მშვენივრად ესმის და, რაც მთავარია, ვარჯიში ერთხელაც არ გაუცდენია. არ მიკვირს, რომ "გოლდენ სტეიტთანაც" კარგი სეზონი აქვს. იგი შესანიშნავად გრძნობს, რა სჭირდება გუნდს".

შეგახსენებთ, რომ 22 მარტს "გოლდენ სტეიტმა" სტუმრად "დალასი" ანგარიშით 112:87 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები