110 მილიონი ევრო მბაპეს სანაცვლოდ!
Aa
Aa

110 მილიონი ევრო მბაპეს სანაცვლოდ!

ერთ-ერთმა ინგლისურმა გრანდმა, რომელის სახელიც ჯერ-ჯერობით არ ხმაურდება, კილიან მბაპეს სანაცვლოდ "მონაკოს" 110 მილიონი ევრო შესთავაზა (!!!), თუმცა ფრანგებისგან უარი მიიღო! აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გამოცემა "AS" ავრცელებს.

ცნობილია, რომ ფორვარდისადმი ინტერესს მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანიც იჩენს, რომელიც მბაპეს კრიშტიანუ რონალდუს შემცვლელად მოიაზრებს. "სამეფო გუნდის" დაინტერესება ძალზედ სერიოზულია და ნამდვილად არ არის გამორიცხული, რომ ზაფხულში "რეალის" ხელმძღვანელობამ, 18 წლის ფორვარდის შესაძენად დიდძალი თანხა გამოყოს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში მბაპემ 22 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 12 გოლისა და 5 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები