Aa
Aa

"მანჩესტერ იუნაიტედი" ესპანურ გრანდებს დაუპირისპირდება

როგორც მოგეხსენებათ, ივლისის თვეში "მანჩესტერ იუნაიტედი" წინასასეზონო შეკრებას ტრადიციულად ამერიკაში ატარებს.

დღეს ცნობილი გახდა იმ გუნდების ვინაობა, რომლებსაც წელს "მანკუნიანელები" ეგრედწოდებული "ამერიკული ტურნეს" დროს დაუპირისპირდებიან.

"მანჩესტერის" პირველი მეტოქე "ლოს ანჯელეს გალაქსი" იქნება, რომელსაც ინგლისელები 15 ივლისს გაეჯიბრებიან. ზუსტად 2 დღეში კი მოურინიოს გუნდი "რეალ სოლტ ლეიქს" შეხვდება.

ყველაზე საინტერესო მატჩები 20 ივლისიდან იწყება, როდესაც "მანჩესტერი" ჯერ თანაქალაქელ "სიტის" დაუპირისპირდება, 23-ში მადრიდის "რეალს", ხოლო 26 ივლისს "ამერიკულ ტურნეს" კატალონიის "ბარსელონასთან" შეხვედრით დაასრულებს.

ამ თემასთან დაკავშირებით, "მანჩესტერ იუნაიტედის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ედ ვუდვორდმაც ისაუბრა:

"ჩვენ მომდევნო სეზონს იდეალურ ფორმაში უნდა შევხვდეთ. ამისთვის კი, ზაფხულში დაგეგმილი წინასასეზონოდ მოსამზადებელი მატჩები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ცხადია, ისეთ გუნდებთან დაპირისპირება, როგორებიც "რეალი" და "ბარსელონა" არიან, "მანჩესტერს" ძალიან წაადგება. ეს ჩვენთვის იდეალური მომზადება იქნება" - განაცხადა ედ ვუდვორდმა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები