თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი და მოგება
Aa
Aa

თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი და მოგება "ბამბერგთან"

ზედიზედ მეორე მატჩია, თორნიკე შენგელია "ბასკონიას" სასტარტო ხუთეულშია და ორჯერვე შედეგიანობით გამოირჩა.

ტრავმის მოშუშების შემდეგ შენგელია პირველად 5 დღის წინ, ცსკა-სთან საევროლიგო მატჩში გამოჩნდა სასტარტოში და თავის გუნდს ევროპის გრანდი დაამარცხებინა. წუხელ კი შენგელიამ "ბასკონიას" ისევ ევროლიგის მატჩში ულიდერა - ვიტორიულმა 

გუნდმა მორიგი გამარჯვება გერმანიაში, "ბამბერგთან" იზეიმა - 96:71.

თორნიკემ 24:49 წუთში 16 ქულა, 12 მოხსნა (4 შეტევაში) და 2 პასი მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 12-დან 8 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი და საჯარიმო ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა ფორვარდმა ორმაგი დუბლი პირველ ტაიმშივე შეასრულა, მისი სარგებლიანობის კოფიციენტი კი 22-ს გაუტოლდა, რითაც ის ორივე გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ ჩეიზ ბადინგერს ჩამორჩა. "ბასკონიას" ამერიკელმა ლეგიონერმა თამაში 17 ქულით, 5 მოხსნით, 3 პასითა და 2 ჩაჭრით დაასრულა.

შენგელიას გუნდს 16 მოგება და 11 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი,უკვე 23 მარტს, შინ, ათენის "პანათინაიკოსის" წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები