Aa
Aa

"ბარსელონამ" გრანდიოზული სატრანსფერო მიზნები დაისახა!

კატალონიის "ბარსელონამ" მომავალი სეზონისთვის, გუნდის გაძლიერებაზე ფიქრი უკვე დაიწყო. როგორც "El Mundo Deportivo" იუწყება, "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობა გუნდის ყველა რგოლის გაძლიერებას გეგმავს და გამონაკლისი რათქმაუნდა არც შემტევი ხაზი იქნება.

აღნიშნული წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიური გრანდი ტურინის "იუვენტუსის" ტალანტის, პაოლო დიბალას, ან მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდის ანტუან გრიზმანის შეძენას ეცდება. "ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბში ახალგაზრდა არგენტინელის ტალანტით მოხიბლილნი არიან, ხოლო გრიზმანი მისი სტაბილურობით იპყრობს მათ ყურადღებას. მოსალოდნელია, რომ ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს "ბარსელონას" შეუერთდება.

შეგახსენებთ იმასაც, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე, თანამდებობის დატოვებას აპირებს. მისი შემცვლელის ვინაობა კი ჯერ-ჯერობით უცნობია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები