შვაინშტაიგერი კარიერას
Aa
Aa

შვაინშტაიგერი კარიერას "MLS"-ში გააგრძელებს!

"მანჩესტერ იუნაიტედის" აწ უკვე ყოფილმა ნახევარმცველმა, ბასტიან შვაინშტაიგერმა კონტრაქტი "MLS"-ში მოასპარეზე "ჩიკაგო ფაირთან" გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ამერიკული კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

როგორც ცნობილი გახდა, გერმანელმა ფეხბურთლმა ახალ კლუბთან 1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც მხარეების სურვილის შემთხვევაში, კიდევ 1 სეზონით გახანგრძლივდება. რაც შეეხება ანაზღაურებას, შვაინშტაიგერი ხელფასის სახით წელიწადში 4.5 მილიონ დოლარს მიიღებს და ამით, ის "MLS"-ში მოასპარეზე 10 ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშეთა სიაში შევა.

შეგახსენებთ, რომ "პრემიერლიგის" მიმდინარე გათამაშებაში შვაინშტაიგერი მოედანზე არცერთი წუთით არ გამოჩენილა. ახალ კლუბს კი, ფეხბურთელი სავარაუდოდ მომავალ კვირაში შეუერთდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები