ნადალს სარეიტინგო სისტემა არ მოსწონს
Aa
Aa

ნადალს სარეიტინგო სისტემა არ მოსწონს

მსოფლიოს მეოთხე ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა კომენტარი გაუკეთა მოსალოდნელ ფაქტს, რომ, შესაძლოა, უახლოეს პერიოდში გავარდეს ATP-ის კლასიფიკაციის ტოპ-ხუთეულიდან.

"ნახევარი წელია ქულები არ ამიღია და წლიურ რეიტინგში ძალიან რთულია მწვერვალზე დარჩენა. დღევანდელი სარეიტინგო სისტემა ძალიან არ მომწონს", - განაცხადა ესპანელმა.

ნადალს ადრეც უთქვამს, რომ საჭიროა არსებობდეს კლასიფიკაცია, რომელშიც გათვალისწინებული იქნება არა ბოლო 12, არამედ 24 თვის შედეგები.

გარდა ამისა, რაფაელმა უპასუხა შეკითხვას - საჭიროა თუ არა "მასტერსის" სერიის ტურნირებზე ხუთსეტიანი ფინალების დაბრუნება.

"ჩემი აზრით, ეს არ ჩაჯდება საერთო ტენდენციაში. საჩოგბურთო ხელმძღვანელობას ტემპი და სისწრაფე უყვარს. 

მათ სურთ, შეამცირონ მატჩების ხანგრძლივობა, ხელი შეუწყონ ისეთი კორტების დამკვიდრებას, რომლებზეც არა ფიქრი, არამედ ბურთის ძლიერად დარტყმაა საჭირო. ასე რომ, არ მგონია, "მასტერსებზე" დაბრუნდეს ხუთსეტიანი ფინალების ფორმატი. ეს კარგი დრო იყო, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, ის წარსულს ჩაბარდა".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები