კვერკველია ტურის სიმბოლურში
Aa
Aa

კვერკველია ტურის სიმბოლურში

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის “ლოკომოტივის” მცველი სოლომონ კვირკველია რუსეთის პრემიერლიგის მე-20 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. იგი საუკეთესოთა ნაკრებში გამოცემა championat.com-მა შეიყვანა. 

"ლოკომოტივი" გასულ უქმეებზე ლიდერ "სპარტაკს" დაუპირისპირდა და ფრე 1:1 ითამაშა. 

“მოსკოვის “ლოკომოტივის” ახალწვეულმა სოლომონ კვირკველიამ “სპარტაკის” წინააღმდეგ “რკინიგზელთა” მცველების სამეულიდან ყველაზე ხარისხიანი მატჩი ჩაატარა. ჩემპიონატის ლიდერი ბევრს უტევდა, თუმცა “ლოკოს” მცველების დამსახურებით სახიფათო ზონაში ბურთთან შემტევები ვერ ასწრებდნენ”. - ასე ახასიათებს კვირკველიასა და მისი პარტნიორების თამაშს ვალერი გაზაევი, რომელიც championat.com-ისთვის ყოველი ტურის შემდეგ 11 საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები