ირლანდიაში 27 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა
Aa
Aa

ირლანდიაში 27 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა

ირლანდიური "დერი სიტის" კაპიტანი, რაიან მაკბრაიდი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

როგორც ირკვევა, მაკბრაიდი გარდაცვლილი კვირას საკუთარ საძინებელში ნახეს. არადა მან გარდაცვალებამდე სულ რაღაც 24 საათით ადრე "დერისთან" ერთად ირლანდიის ჩემპიონატის მატჩში მიიღო მონაწილეობა. 

მაკბრაიდი "დერი სიტის" რიგებში 2011 წლიდან თამაშობდა, ხოლო ამ სეზონიდან იგი გუნდის კაპიტანი გახდა. 

გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები