ბასილაშვილი დღეიდან მაიამის მასტერსზე გამოსვლას იწყებს
Aa
Aa

ბასილაშვილი დღეიდან მაიამის მასტერსზე გამოსვლას იწყებს

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, დღეიდან, მაიამის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპში ჩაერთვება.

ნიკოლოზის პირველი მეტოქე, მსოფლიო რეიტინგის 121-ე ჩოგანი, ბარბადოსელი დარიან კინგი იქნება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ინდიან უელსის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბასილაშვილი სწორედ კინგმა დაამარცხა და ძირითადი ბადისკენ გზა გადაუღობა.

ქართველისა და ბარბადოსელის დაპირისპირება ჩვენი დროით 18:00 საათზეა ჩანიშნული. 

მაიამის მასტერსის საპრიზო ფონდი 6 993 450 ამერიკულ დოლარს შეადგენს.

დავამატოთ ისიც, რომ დღეს გამოქვეყნებულ ATP-ს ახალ რეიტინგში, 25 წლის ქართველი ჩოგბურთელი 807 ქულით, მსოფლიოს 59-ე ჩოგანია. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები