როჯერ ფედერერის მორიგი ტიტული
Aa
Aa

როჯერ ფედერერის მორიგი ტიტული

ინდიან უელსის ტურნირის 2017 წლის გამარჯვებული როჯერ ფედერერი გახდა. 

მან ფინალურ შეხვედრაში თანამემამულე სტენ ვავრინკა 6:4 7:5 დაამარცხა. 

"მხიარულმა როჯერმა" ეს ტურნირი მეხუთედ მოიგო, ხოლო კარიერაში ATP-ს 90-ე ტიტულს დაეუფლა. 

ამ გამარჯვებით 35 წლის ფედერერი გახდა ყველაზე ასაკოვანი ჩოგბურთელი, ვინც მასტერსის სერიის ტურნირის მოგება შეძლო. აქამდე ეს რეკორდი ანდრე აგასის ეკუთვნოდა, რომელმაც ცინცინატის ტურნირი 34 წლის ასაკში მოიგო. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები