ლონდონის
Aa
Aa

ლონდონის "არსენალი" შესაძოა ტუხელმა ჩაიბაროს!

დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა ტომაშ ტუხელმა, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შესაძლოა ლონდონის "არსენალი" ჩაიბაროს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა "Bild" ავრცელებს.

როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, "არსენალის" ხელმძღვანელები ტუხელისთვის კონტრაქტის გაფორმების თაობაზე მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ.

"მეთოფეების" ამჯამინდელ დამრიგებელს, არსენ ვენგერს კლუბთან მიმდინარე კონტრაქტი ამა წლის ზაფხულამდე აკავშირებს და დიდი ალბათობით, "არსენალში" 21 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ იგი თანამდებობას დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად "არსენალი" სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციაზე იმყოფება და გუნდი მომავალ სეზონში შესაძლოა "ჩემპიონთა ლიგის" მიღმა დარჩეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები