გიორგიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა!
Aa
Aa

გიორგიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა!

მიმდინარე სეზონში მეორედ, გიორგი შერმადინი ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა. 

ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს, ესპანურ ლიგაში, სადაც მსოფლიო დონის ვარსკვლავები უხვად თამაშობენ, მხოლოდ ქართველმა კალათბურთელმა მოახერხა, ტურის საუკეთესო მოთამაშე ორჯერ გამხდარიყო.

გასულ, 25-ე ტურში შერმადინმა ესპანურ ლიგაში ქულებში საკუთარი რეკორდი გაიმეორა. 

"სარაგოსასთან" 100:92 მოგებულ შეხვედრაში გიორგიმ 19 ცდიდან 18 სროლა ჩააგდო და 27 ქულას 9 მოხსნაც მოაყოლა. შედეგად, მისი სარგებლიანობის ინდექსი 41-ს გაუტოლდა და ტურის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ ეს საუკეთესო შედეგი გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები