ნიკოლოზ ბასილაშვილმა გაბაშვილი დაამარცხა
Aa
Aa

ნიკოლოზ ბასილაშვილმა გაბაშვილი დაამარცხა

ამერიკული ირვინგის "კლასიკი" მოგებით დაიწყო საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (55) მოგებით დაიწყო. 

ჩელენჯერის ტურნირის პირველ წრეში 24 წლის ქართველმა ყოფილ თანამემამულეს, თეიმურაზ გაბაშვილს (165) აჯობა ორ სეტში - 6:1, 6:4. ნიკამ პირველი სეტი ძალზე იოლად მოიგო, რაშიც ნახევარი საათიც არ დაუხარჯავს, მეორე სეტშიც 3:0-ს, შემდეგ კი 5:2-ს იგებდა, თუმცა სეტში ვითარება დაიძაბა, ანგარიში 5:4-იც გახდა. 

საბოლოოდ, ბასილაშვილმა მესამე მატჩ პოინტით იმარჯვა და მეორე წრეში გავიდა. 

ბასილაშვილის მეტოქე ფრანგი ჟერემი შარდი (80) იქნება, რომელიც 2013 წელს მსოფლიოს 25-ე ჩოგანიც იყო. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები