გვარდიოლა:
Aa
Aa

გვარდიოლა: "თუ გოლს ვერ გავიტანთ, გავვარდებით"

"სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ "ჩემპიონთა ლიგის" 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

"დარწმუნებული ვარ, რომ თუ გოლს ვერ გავიტანთ, ტურნირს მიღმა დავრჩებით. ძალიან დიდი შეცდომა იქნება იმაზე ფიქრი, რაც უკვე გავაკეთეთ, ახლა უნდა ვიფიქროთ იმაზე, რაც ჯერ კიდევ გასაკეთებელია.

"მონაკო" შეტევის კუთხით მიმდინარე სეზონში საუკეთესო გუნდია, რომელიც საჭირეობის შემთხვევაში 5-6 კაცით ძალიან ეფექტურად უტევს.

მეტოქე ფიზიკურად და ტექნიკურად ბრწყინვალედაა მომზადებული. ჯერ კიდევ მანჩესტერულ მატჩამდე აღვფრთოვანდი "მონაკოს" თამაშით და იმ თამაშის მერე კიდევ უფრო დავაფასე მეტოქე. საპასუხო მატჩი ფანატასტიკური მატჩი იქნება. ფანებს ვთავაზობ, კარგად მოკალათდნენ ტელევიზორების წინ და სიამოვნება მიიღონ". - აცხადებს გვარდიოლა. 

შეგახსენებთ, რომ "სიტიმ" პირველი მატჩი 5:3 მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები