ლეონარდო ჟარდიმი:
Aa
Aa

ლეონარდო ჟარდიმი: "ვფიქრობ, დღესაც ბევრი გოლი გავა"

"მონაკოს" მთავარმა მწვრთნელმა, ლეონარდო ჟარდიმმა "ჩემპიონთა ლიგის" 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. 

"ვფიქრობ, ორივე გუნდი შემტევ ფეხბურთს ითამაშებს. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მინიმუმ 2 გოლის გატანაა საჭირო და ეს მშვენივრად ვიცით. მეტოქის ფეხბურთელები უმაღლესი დონისანი არიან და ძალიან ყურადღებით უნდა ვითამაშოთ. 

მათ ვარსკვლავებს ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ გატანა. მგონი, ორი გოლი არ გვეყოფა, მეოთხედფინალში გასვლა თუ გვინდა, სამი მაინც უნდა გავიტანოთ. ორივე გუნდს მენტალიტეტში აქვს შეტევა, რომლის შეცვლაც ძალიან ძნელია. ამიტომაც ველი, რომ ხშირად იქნება თავისუფალი სივრცეები და, რა თქმა უნდა, ბევრი გოლი გავა". - ამბობს ჟარდიმი. 

შეგახსენებთ, რომ "სიტიმ" პირველი მატჩი 5:3 მოიგო. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები