სიმეონე:
Aa
Aa

სიმეონე: "იოლი მატჩი არ იქნება"

"ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ "ჩემპიონთა ლიგის" 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. 

"ჩვენი მიზანი ნებისმიერ ტურნირში მაქსიმუმის მიღწევაა და ყველა ტურნირზე ბოლომდე დავიხარჯებით. მიზნისკენ სწრაფვა წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება.

"ლევერკუზენი" საკმაოდ ტექნიკური გუნდია და შეტევაში თამაში მშვენივრად გამოსდის. გარდა ამისა, სწრაფად და ეფექტურად გადადის კონტრშეტევებზეც. შორს ვარ იმ აზრისგან, თითქოს დღეს იოლი მატჩი გველის. ჩემი აზრით, როგორი რთულიც გერმანიაში თამაში იყო, ასეთივე იქნება დღესაც". - აცხადებს სიმეონე. 

შეგახსენებთ, რომ "ატლეტიკომ" პირველი მატჩი სტუმრად 4:2 მოიგო. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები