ნესტა: დღეს მე „იუვენტუსის“ გულშემატკივარი ვიქნები
Aa
Aa

ნესტა: დღეს მე „იუვენტუსის“ გულშემატკივარი ვიქნები

როგორც მოგეხსენებათ, დღეს თბილისის დროით 22:45 წუთზე, ტურინში „ჩემპიონთა ლიგის“ ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს „იუვენტუსი და მადრიდის “რეალი“ დაიპირისპირდებიან. ამ ფაქტს „მილანის“ ყოფილი მცველი, ალესანდრო ნესტა გამოეხმაურა და აღიარა რომ ის, ამ ორ რაუნდიან დაპირისპირებაში ტურინის „იუვენტუსის“ გულშემატკივარი იქნება.

„იუვენტუსს“ ურთულესი მატჩის ჩატარება მოუწევს. ტურინელები ამ წყვილის ფავორიტად ნამდვილად არ ითვლებიან, თუმცა იმედი მაქვს, რომ ისინი ფინალში გასვლას მაინც მოახერხებენ. მასიმილიანო ალეგრი და კარლო ანჩელოტი უდიდესი პროფესიონალები არიან, რომლებსაც საკმაოდ კარგად ვიცნობ. ისინი რაღაცით ერთმანეთს გვანან კიდეც. მაგალითად მატჩის მიმდინარეობისას, ორივე მათგანს სიმშვიდის შენარჩუნება შეუძლია. კარლო ანჩელოტისადმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, დღეს საღამოს მე „იუვენტუსის“ გულშემატკივარი ვიქნები“ - განაცხადა ალესანდრო ნესტამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები