მესის კონტრაქტის ამბავი - 40 მილიონი ევრო წინასწარ და 35 მილიონი სეზონში
Aa
Aa

მესის კონტრაქტის ამბავი - 40 მილიონი ევრო წინასწარ და 35 მილიონი სეზონში

"ბარსელონა" ანდრეს ინიესტასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს. კლუბი კაპიტანთან შეთანხმებას 2020 წლამდე გაახანგრძლივებს. შეგახსენებთ, რომ 32 წლის ნახევარმცველის მოქმედ შეთანხმებას ვადა 2018 წლის ზაფხულში გასდის. გუნდი სეზონის ბოლომდე ლიონელ მესისთან და მარკ-ანდრე ტერ შტეგენთანაც აპირებს ახალი კონტრაქტების დადებას.

2018 წელს ბათილდება ლეოსა და "ბარსას" მოქმედი კონტრაქტიც და ახლისთვის ხელის მოწერა ორივე მხარეს სურს. ყოველ შემთხვევაში, პრესაში ასეთი ცნობები ვრცელდება. იმის პარალელურად, რომ 29 წლის არგენტინელს ბევრი მსურველი ჰყავს და ეს მსურველები დიდი ფულის გადახდისთვისაც არიან მზად. 

"კამპ ნოუს" ბინადრები აპირებენ, რომ მესი წინასწარი ბონუსით, 40 მილიონი ევროთი საბოლოოდ "მოთაფლონ" და ლეოს გასამრჯელოს სახით, წელიწადში 35 მილიონს სთავაზობენ. 

რაც შეეხება ტერ შტეგენს - მას ხოსეპ გვარდიოლა არ ეშვება და გერმანელის "სიტიში" მიწვევა სურს. თუმცა პეპის გეგმები მისი ყოფილი კლუბის გეგმებსა და სურვილებს არ ემთხვევა. გერმანელი მეკარე ნელ-ნელა იხვეწება და კატალონიელთა უფროსობა მისი თამაშით კმაყოფილია. თანაც, იგი ჯერ მხოლოდ 24 წლისაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები