სამპაოლი:
Aa
Aa

სამპაოლი: "თქვენ ნამდვილ "სევილიას" იხილავთ"

"სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა, ხორხე სამპაოლიმ "ჩემპიონთა ლიგის" 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. 

"ბოლო მატჩებში სტაბილურობა დავკარგეთ, თუმცა დიდი იმედი მაქვს, თქვენ ნამდვილ "სევილიას" იხილავთ. უნდა ვაჩვენოთ, რომ მიმდინარე სეზონის შედეგები შემთხვევითი არაა, რადგან ზოგს უკვირს, როგორ ვახერხებთ "ლა ლიგაში" საჩემპონო ბრძოლაში "რეალისა" და "ბარსასთვის" ხელის შეშლას. ჩემთვის დაბადების დღის ყველაზე კარგი საჩუქარი მეოთხედფინალში გასვლა იქნება". - ამბობს სამპაოლი, რომელიც 13 მარტს, 56 წლის გახდა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთში გამართული შეხვედრა "სევილიამ" 2:1 მოიგო. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები