შექსპირი:
Aa
Aa

შექსპირი: "ჩემპიონთა ლიგის" მოგება? რატომაც არა"...

"ლესტერის" მთავარმა მწვრთნელმა, კრეიგ შექსპირმა "ჩემპიონთა ლიგის" 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. 

"კარგად ვიცით, რომ გასვლაზე გატანილი გოლი მნიშვნელოვანია და შანსები საგრძნობლად გაგვიზარდა. დარწმუნებული ვარ, სტადიონზე სანსაკუთრებული განწყობა იქნება. იმედი მაქვს, "ლივერპულისა" და "ჰალის" დამარცხებით შეგულიანებული გუნდი, "სევილიასაც" დაამარცხებს. საკუთარ ძალებში დარწმუნებულები ვართ და და ვეცდებით შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ. 

ყველაფერი კარგად გვაქვს შესწავლილი. მეტოქე, რა თქმა უნდა, ძალიან ძლიერია, თუმცა უშანსოდ არც ჩვენ ვართ. შეუძლია თუ არა "ლესტერს" ჩემპიონთა ლიგის მოგება? რატომაც არა". - განაცხადა შექსპირმა. 

შეგახსენებთ, რომ ესპანეთში გამართული შეხვედრა "სევილიამ" 2:1 მოიგო. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები