ესპირიტო სანტო:
Aa
Aa

ესპირიტო სანტო: "გუნდში საბრძოლო განწყობაა"

"პორტოს" მთავარმა მწვრთნელმა, ნუნო ესპირიტო სანტომ "ჩემპიონთა ლიგის" 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. 

"ჩვენ გვაქვს საამმატჩო გეგმა, რომელზეც ახლა არ ვისაუბრებ და არც სპეკულაციებს დავიწყებ. გუნდში შესანიშნავი, საბრძოლო განწყობაა და აუცილებელია ეს ყოველივე მოედანზე გადავიტანოთ. ბიჭები 100%-ით მზად არიან.

ეს იქნება ძალიან მძიმე ორთაბრძოლა. მეტოქე დიდი გუნდია და ეს ჩვენთვის კიდევ უფრო დიდი მოტივაციაა. ნებისმიერ მომენტში ფოკუსირებულები უნდა ვიყოთ და შეტევაში ფანტაზია გამოვაჩინოთ". - განაცხადა სანტომ. 

შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსმა" პირველი შეხვედრა სტუმრად 2:0 მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები