ალეგრი თავისიანებს აფრთხილებს:
Aa
Aa

ალეგრი თავისიანებს აფრთხილებს: "ბარსელონა" ყველას გავარდნილი ეგონა, თუმცა"...

"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ "ჩემპიონთა ლიგის" 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. 

"დარწმუნებული ვარ, "პორტუ" ძლიერად ითამაშებს. იგი ასეთ მატჩებში კარგად გამობრძმედილი გუნდია და მშვენივრად იცის, თითოეულ მომენტში როგორ უნდა ითამაშოს.

მათ მიერ "რომასთან" ჩატარებულ შეხვედრას, ბიჭებთან ერთად ვუყურე. მათ უნდა იცოდნენ, თუ ვისთან აქვთ საქმე. შესაბამისად, პირველ შეხვედრაში დაფიქსირებულ ანგარიშს დიდი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ.

ჩვენთვის 1/4 ფინალში გასვლა უეჭველად გადასაჭრელი ამოცანაა. საკუთარ ძალებში დარწმუნებული უნდა ვიყოთ, თუმცა ამასთანავე მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო. ფეხბურთში ყველაფერი უსწრაფესად იცვლება, ოქტომბერში "ბაიერნში" არსებულ კრიზისზე საუბრობდნენ, დღეს ის "ჩემპიონთა ლიგის" ფავორიტია. ყველა ფიქრობდა, რომ "ბარსელონას" 0:4 წაგების შემდეგ გავარდნილი იყო, თუმცა რაც მოხდა ყველამ ვნახეთ. ასე რომ, ფეხბურთი ის სპორტია, რომელიც მცირე მოდუნებას და შეცდომასაც არ გაპატიებს". - განაცხადა ალეგრიმ. 

შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსმა" პირველი შეხვედრა სტუმრად 2:0 მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები