მატჩის წინ - ლესტერი VS სევილია
Aa
Aa

მატჩის წინ - ლესტერი VS სევილია

„სევილიას“ 8 ოფიციალური მატჩია არ წაუგია, თუმცა ბოლო მატჩებში, რბილად რომ ვთქვათ, ვერ ბრწყინავს. „ლესტერს“ კრეიგ შექსპირის მოსვლის შემდეგ, გამოფხიზლება ეტყობა და გუნდში მშვენიერი განწყობაა.

ისიც ვახსენოთ, რომ „მელიები“ „კინგ პოუერ სთედიუმზე“, წლევანდელ „ჩემპიონთა ლიგაში“ ყველა მატჩს იგებენ. მათ „პორტო“, „ბრიუგე“ და „კოპენჰაგენი“ დაამარცხეს.

გუნდების ახალი ამბები

* „ლესტერს“ გასულ შაბათ-კვირას არ უთამაშია. ისე კი ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ორივე მატჩი 3:1 მოიგო - „ლივერპულთან“ და „ჰალთან“.

* ინგლისელებს ტრავმის გამო, მენდი არ ეყოლებათ.

* „სევილიამ“ ამ უქმეებზე „ლეგანესთან“ ისე ითამაშა, წაგებას უფრო იმსახურებდა, ვიდრე 3 ქულას, საბოლოოდ - 1:1. ანდალუსიელთაგან გოლი იოვეტიჩმა გაიტანა.

* ესპანელებს ტრემულინა, ვიეტო და კარისო ვერ დაეხმარებათ. ბოლო ორი ფეხბურთელი განაცხადს მიღმა, მწვრთნელის გადაწყვეტილებით დარჩა.

მწვრთნელების კომენტარები

კრეიგ შექსპირი: "კარგად ვიცით, რომ გასვლაზე გატანილი გოლი მნიშვნელოვანია და შანსები საგრძნობლად გაგვიზარდა. დარწმუნებული ვარ, სტადიონზე სანსაკუთრებული განწყობა იქნება. იმედი მაქვს, "ლივერპულისა" და "ჰალის" დამარცხებით შეგულიანებული გუნდი, "სევილიასაც" დაამარცხებს. საკუთარ ძალებში დარწმუნებულები ვართ და და ვეცდებით შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ. 

ყველაფერი კარგად გვაქვს შესწავლილი. მეტოქე, რა თქმა უნდა, ძალიან ძლიერია, თუმცა უშანსოდ არც ჩვენ ვართ. შეუძლია თუ არა "ლესტერს" ჩემპიონთა ლიგის მოგება? რატომაც არა".

ხორხე სამპაოლი: "ბოლო მატჩებში სტაბილურობა დავკარგეთ, თუმცა დიდი იმედი მაქვს, თქვენ ნამდვილ "სევილიას" იხილავთ. უნდა ვაჩვენოთ, რომ მიმდინარე სეზონის შედეგები შემთხვევითი არაა, რადგან ზოგს უკვირს, როგორ ვახერხებთ "ლა ლიგაში" საჩემპონო ბრძოლაში "რეალისა" და "ბარსასთვის" ხელის შეშლას. ჩემთვის დაბადების დღის ყველაზე კარგი საჩუქარი მეოთხედფინალში გასვლა იქნება".

სავარაუდო შემადგენლობები

ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - სიმპსონი, მორგანი, ჰუთი, ფუხსი - მაჰრეზი, დრინკვოტერი, ნდიდი, ოლბრაიტონი - ოკაზაკი, ვარდი.

სევილია (3-4-2-1): სერხიო რიკო - პარეხა, რამი, მერკადო - მარიანო, ესკუდერო - ნზონზი, ნასრი, იბორა - იოვეტიჩი, ვიტოლო.

 

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები