ფრანგული პრესა:
Aa
Aa

ფრანგული პრესა: "დენიზ აიტეკინი "პსჟ"-ს მოთამაშეებს უწმაწურად მიმართავდა"!

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა Le Parisien-ი სკანდალურ ცნობას ავრცელებს. როგორც ირკვევა, “ბარსელონასა” და “პარი სენ ჟერმენის” მატჩის დროს დენიზ აიტეკინი პარიზული კლუბის ფეხბურთელებს უწმაწურად მიმართავდა.

როგორც ზემოხსენებული წყარო წერს, გერმანელი მსაჯი "პსჟ"-ს ფეხბურთელებს ამა თუ იმ ეპიზოდის გაპროტესტებისას უხეშად ესაუბრებოდა. მეტიც, რამდენჯერმე აიტეკინმა უნაი ემერის შეგირდებს შემდეგნაირად უპასუხა: Fuck You!

“ბარსელონასა” და პსჟ-ს შეხვედრა ოთხშაბათს გაიმართა, თუმცა გამოხმაურება დღემდე გრძელდება. ბევრის აზრით, მსაჯმა თამაშის საბოლოო შედეგზე სერიოზული გავლენა მოახდინა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები