უპრეცენდენტო გადაწყვეტილება კატალონიის
Aa
Aa

უპრეცენდენტო გადაწყვეტილება კატალონიის "ბარსელონასგან"...

კატალონიის "ბარსელონა" ლიონელ მესისთვის კონტრაქტის გახანგრზლივების თაობაზე მუშაობას კვლავ განაგრძობს. აღნიშნულ ინფორმაციას "El Mundo Deportivo" ავრცელებს.

როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, მხოლოდ იმისთვის, რომ მესიმ კონტრაქტის გახანგრძლივება მოისურვოს, მას ამისთვის ცალკე 40 მილიონ ევროს შესთავაზებენ! წინასწარი ვარაუდით, არგენტინელი აღნიშნულ შეთავაზებას სიამოვნებით უნდა დათანხმდეს.

როგორც მოგეხსენებათ, არგენტინელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2018 წლამდე არის გათვლილი, ხოლო ფეხბურთლის განცხადებით, მას არანაირი სურვილი არ აქვს კლუბის დატოვების. მიუხედავად ამისა, ხელშეკრულების გახანგრძლივების პროცესი იმდენად ნელ ტემპში მიმდინარეობს, რომ გულშემატკივრებში ეს ყველაფერი ეჭვს იწვევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები