რამოსმა
Aa
Aa

რამოსმა "რეალს" კიდევ ერთხელ მოაგებინა

ესპანეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში მადრიდის "რეალმა" "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ბეტისი" მიიღო. ზინედინ ზიდანის შეგირდებმა შეხვედრა მინიმალური სხვაობით, 2:1 მოიგეს.

ანგარიში 25-ე წუთზე გაიხსნა და სტუმრები დაწინაურდნენ. გოლი "ბეტისს" მადრიდელთა მეკარემ, კეილორ ნავასმა აჩუქა., რომელმაც ავტოგოლი მიითვალა.

პირველი ტაიმის მიწურულს, 41-ე წუთზე "სამეფო კლუბის" ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ წონასწორობა აღადგინა.

78-ე წუთზე ანტონიო მატეო ლაოსმა კრისტიანო პიჩინი გააძევა და სევილიური გუნდი 10 კაცით დარჩა.

შეხვედრის საბოლოო წერტილი 81-ე წუთზე "რეალის" მშველელმა, სერხიო რამოსმა დასვა და დედაქალაქელებს მორიგ მატჩში მოაგებინა.

"რეალის" კაპიტანმა "ლა ლიგის" მიმდინარე სეზონში მე-7 გოლი შეაგდო. 

მადრიდელებმა ამ გამარჯვების შედეგად, ლიდერობა დაიბრუნეს და "ბარსელონას" 2 ქულით გაასწრეს, თანაც 1 მატჩის ნაკლები აქვთ ჩატარებული. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები