“ჰიუსტონმა” “კლივლენდს” აჯობა
Aa
Aa

“ჰიუსტონმა” “კლივლენდს” აჯობა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხუთი შეხვედრა გაიმართა.

დღის ცენტრალურ მატჩში “ჰიუსტონმა” შინ “კლივლენდი” 117:112 დაამარცხა. მატჩი გადამწყვეტი მეოთხე პერიოდის ბოლო წუთები აღმოჩნდა, სადაც ტეხასელებმა უკეთ ითამაშეს. ჯეიმს ჰარდენმა მიმდინარე სეზონში მე-16 სამმაგი დუბლი შეასრულა (38 ქულა, 11 პასი, 10 მოხსნა). ლებრონ ჯეიმსმა გუნდს 30 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი შესძინა. “კლივლენდი” 43 მოგებით და 22 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილს იკავებს. “ჰიუსტონი” 46 მოგებით და 21 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე იმყოფება.

“ბრუკლინმა” საკუთარ დარბაზში “ნიუ იორკი” 120:112 დაამარცხა. “ბრუკლინმა” პირველ პერიოდში თანაქალაქელებს 39:26 მოუგო. კერმელო ენტონიმ 27 ქულა ჩააგდო და “ნიუ იორკ ნიქსის” მაისურით მეშვიდე კალათბურთელი გახდა, ვისაც 10 000-ზე მეტი ქულა აქვს ჩაგდებული, კარმელოს “დენვერის” მაისურით 13 970 ქულა მიუთვლია. მელო ნბა-ს ისტორიაში მესამე კალათბუთელი გახდა, ვისაც ორი სხვადასხვა გუნდის მაისურით 10 000-ზე მეტი ქულა აქვს ჩაგდებული. კარმელოს გარდა მსგავსი შედეგი ქარიმ აბდულ-ჯაბარს და ელვინ ჰეისს აქვთ დაფიქსირებული.

“ბრუკლინი” – “ნიუ იორკი” 120:112 (39:26, 28:23, 24:31, 29:32)

“ინდიანა” – “მაიამი” 102:98 (32:22, 28:31, 23:22, 19:23)

“ჰიუსტონი” – “კლივლენდი” 117:112 (33:26, 25:41, 32:19, 27:26)

“ფინიქსი” – “პორტლენდი” 101:110 (18:33, 32:33, 29:16, 22:28)

“ლეიკერსი” – “ფილადელფია” 116:118 (27:32, 38:33, 20:28, 31:25)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები