კეინისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია!
Aa
Aa

კეინისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია!

ლონდონის “ტოტენჰემის” საუკეთესო ბომბარდირმა ჰარი კეინმა უმძიმესი ტრავმა მიიღო. 23 წლის ფორვარდმა ინგლისის ასოციაციის თასზე “მილუოლთან” მატჩისას (6:0) ტერფი დაიზიანა და როგორც ცნობილი გახდა, ის დიდი ალბათობით მიმდინარე სეზონში მოედანზე გასვლას ვეღარ შეძლებს. ფეხბურთელის მდგომარეობის შესახებ, ინფორმაცია კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინიომაც დაადასტურა:

"ეს იგივე დაზიანებაა, რაც კეინმა სექტემბერში, "სანდერლენდათან" მატჩისას მიიღო, თუმცა მაშინ მას 7 კვირის გამოტოვება მოუწია. ამჯერად კი, ეს დრო შესაძლოა კიდევ უფრო მეტი აღმოჩნდეს" - განაცხადა პოჩეტინომ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ჰარი კეინს 29 თამაშში 24 გოლი აქვს გატანილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები