NBA. რეგულარული ჩემპიონატი: დურანტი იმედიანად არის
Aa
Aa

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: დურანტი იმედიანად არის

"გოლდენ სტეიტის" მთავარი მწვრთნელის სტივ კერის სიტყვებით, კლუბში კმაყოფილები არიან იმით, თუ როგორ მიდის კევინ დურანტის აღდგენა. თუმცა, მაინც ზუსტად ვერ ასახელებენ ფორვარდის დაბრუნების ზუსტ თარიღს.

კერმა განაცხადა, რომ დურანტის მორიგი სამედიცინო გამოკვლევა დაახლოებით ერთ თვეში შედგება. ამის შემდეგ შეეძლება "უორიორზს" განსაზღვროს კალათბურთელის სტატუსი.

დურანტმა თავადაც ილაპარაკა მუხლის აღდგენით პროცესზე და აღნიშნა, რომ ტრავმა ისეთი სერიოზული არ არის, როგორც თავიდან ეგონა.

"ეს იყო ტკივილი, რომელიც არასოდეს განმიცდია. პირველი ახალი ამბები და პროგნოზები ჩემს ტრავმაზე - სასტიკი იყო. მაგრამ ყველაფერი ისეთი საშინელი არ ყოფილა, როგორც გვეგონა.

მესმის, რომ ყველას უნდა იცოდეს - როდის დავბრუნდები მოედანზე. მაგრამ დავიწყებ თამაშს მხოლოდ მაშინ, როცა ჩემი სხეული მანიშნებს ამის შესახებ.
ყველაფერი შეიძლებოდა გაცილებით უარესი ყოფილიყო", - მოჰყავს დურანტის სიტყვები ESPN-ს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები