პიკე:
Aa
Aa

პიკე: "დღეს სექსით ბევრი დაკავდება"

"ბარსელონას" მცველმა ერარდ პიკემ, "პარი სენ ჟერმენთან" საპასუხო მერვედფინალური მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან საკმაოდ ცინიკური კომენტარი გააკეთა.

"მოედანზე ვიყავი, როცა ინიესტამ "ჩელსის" გაუტანა "სტემფორდ ბრიჯზე", მაგრამ ის მატჩი დღევანდელს ვერ შეედრება. ერთია, როცა ერთი გადამწყვეტი გოლის გატანა გიწევს 95-ე წუთზე და სულ სხვა არის სამი გოლის გატანა 7 წუთში. აქ შეიძლება ვისაუბროთ სასწაულზე, ისტორიულ მიღწევაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ხვალ ვარჯიში გვაქვს, ამ ამბავს აუცილებლად აღვნიშნავ. ხვალიდან უკვე ლა ლიგის მატჩისთვის მოვემზადებით.

საავადმყოფოებმა და სამშობიაროებმა უახლოესი 9 თვის განმავლობაში ბევრი თანამშრომელი უნდა აიყვანონ, რადგან დღეს ბევრი დაკავდება სექსით.

ადრე მსგავს სიტუაციაში 3:1-ზე ალბათ ბევრი წავიდოდა სტადიონიდან, მაგრამ დღეს ქომაგი დარჩა და ბოლომდე დაგვეხმარა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ გულშემატკივრების ახალ თაობას უფრო მეტად სჯერა გუნდის.

ბევრ ადამიანს სურდა ჩვენი დამარხვა, მაგრამ ყველას ვანახეთ, როგორ გვწყურია გამარჯვება. ჩვენი დამარხვა სურდათ ისეთ მწვრთნელებს, როგორებიც არიან საკი, დომენეკი და ასე შემდეგ. სრული სიის ჩამოთვლა ახლა არ შემიძლია, მაგრამ ჩვენ ვაჩვენეთ სურვილი. ჩვენ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ" - განაცხადა პიკემ.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ" პირველ შეხვედრაში 0:4 წააგო, ხოლო საპასუხო მატჩში 6:1 გაიმარჯვა და მეოთხედფინალის საგზური სასწაულებრივად მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები